გიორგი მიქაუტაძე, საიდ ბენრაჰმა
Aa
Aa

ჩემს თავს გოლების ლიმიტს არ ვუწესებ - მიქაუტაძის ინტერვიუ

„ლიონის’’ ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს საინტერესო თემებზე ესაუბრა. მათ შორის საუბარი ევრო 2024-ზე თამაშსაც ეხებოდა, როცა გიორგი ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

„ლიონით'' სიამაყე

„საამაყოა, როცა „ლიონს’’ წარმოადგენ. ბავშვობიდან ამ კლუბის მაისურით თამაშზე ვოცნებობდი. ეს იყო ენთუზიაზმი, რომელიც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ დიდებული რაღაცების გაკეთება შემიძლია. „ლიონი’’ ყოველთვის ჩემს გონებაში იყო. როცა გავიგე, რომ „ლიონს’’ ჩემი დამატება უნდოდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამის შემდეგ ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ უპირატესობას „ლიონს’’ ვანიჭებდი’’.

ევრო 2024

„ევრო 2024-ზე ყველაფერი სწრაფად მოხდა. ვცდილობ ყოველ მომენტით სიამოვნება მივიღო და ეს ეხება ევრო 20224-ზე ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშსაც. დაუვიწყარი იყო. არის რაღაცები, რომლებიც შესაძლოა ორჯერ არ მოხდეს. უნდა მიიღო სიამოვნება და ბედნიერი იყო’’.

გოლები

„ჩემს თავს გოლების ლიმიტს არ ვუწესებ. ყოველთვის უფრო მეტის გატანა მინდა. არ ვფიქრობ, რომ გოლების კონკრეტული რაოდენობა შევაგდო და გატანა აღარ გავაგრძელო. მე ვცდილობ ყოველ მატჩში გადამწყვეტი ვიყო’’.

„ლიონში'' ინტეგრაცია

 „ლიონში’’ ინტეგრაცია სწრაფად მოხდა. მე ღია, ძალიან მარტივი და ღიმილიანი ვარ. ყველას ვესაუბრები. ასევე, ბედნიერი ვიყავი მაკსანს კაკრესთან კიდევ ერთხელ შეხვედრით’’. („ლიონის’’ აკადემიაში თანაგუნდელები იყვნენ)

ალექსანდრ ლაკაზეტის შესახებ

„მასთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი, რადგან ის ბრწყინვალე ფორვარდია. მისგან მცირე ინსპირაციას ავიღებ. იმედი მაქვს, ოლიმპიურ თამაშებს მოიგეს და შემდეგ შევხვდებით’’.

69 ნომერი

„რაც შეეხება 69 ნომრის არჩევას, ეს ბუნებრივად მოხდა. თავისუფალი ნომრები ვნახე. 69 ნომერზე უკვე ნაფიქრი მქონდა. ფიქრისთვის ბევრი დრო არ მქონია. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნომერი ავირჩიე’’.

საიდ ბენრაჰმასთან ურთიერთობაზე

„ბედნიერი ვარ, რომ ის აქ არის. მას დიდი ძმის როლი აქვს. ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვართ. ბევრს ვსაუბრობთ. ვცდილობთ მატჩების შესახებ ვისაუბროთ ვარჯიშის მიმდინარეობისას’’.

შეგახსენებთ, მიქაუტაძის „ლიონში'' ტრანსფერის შემდეგ ბენრაჰმამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „გიორგი მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. სტატისტიკა, რომელიც გასული სეზონის ბოლო ექვს თვეში, „მეცის'' რიგებში დააფიქსირა, ადასტურებს რა დონის მოთამაშეა. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ჩვენთან ერთადაა. იმედი მაქვს, ლიონის მაისურით გოლებს გაიტანს, დაგვეხმარება და გუნდში რაღაც დამატებითს შემოიტანს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები