ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

24-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა - სერბეთი ოლიმპიადის 1/2 ფინალშია

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კალათბურთის დღეა. სერბეთი ავსტრალიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 95:90 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი ავსტრალიელთა უპირატესობით წარიმართა და 31:17 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მეორე მეოთხედში, ერთ მომენტში ავსტრალია 24 ქულით იყო წინ და თითქოს ყველაფერი მათი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო.

მესამე მეოთხედში სერბეთი გააქტიურდა და 25:11 მოიგო. საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერ ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც უკეთესი სერბეთი იყო. სვეტისლავ პეშიჩის შეგირდებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ცნობისთვის, სერბეთს დენვერის სუპერვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. მან არასრულ 39 წუთში 21 ქულას, 14 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ავსტრალიელთა მხრიდან საუკეთესო პატი მილისი იყო, რომელმაც 26 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

ცნობისთვის, ცნობილია კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა. გერმანიამ საბერძნეთს მოუგო, თუმცა ეს გუნდები ფინალამდე ერთმანეთს არ ხვდებიან.

გერმანია კანადასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო სერბეთი ამერიკასა და ბრაზილიას შორის უკეთესს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფამ დინამო კიევი-რეინჯერსის მატჩის მსაჯები შეცვალა - მიზეზი სიმთვრალე გახდა
უეფამ დინამო კიევი-რეინჯერსის მატჩის მსაჯები შეცვალა - მიზეზი სიმთვრალე გახდა