სახლები, მანქანები, ფული - დიორა კელდიოროვა უზბეკეთში დაასაჩუქრეს
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უზბეკმა დიორა კელდიოროვამ ახალი ისტორია დაწერა. გულშემატკივრებს თავი ჯერ ლეგენდარული უტა აბეს დამარცხებით გააცნო, ხოლო შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
დიორა კელდიოროვა უზბეკური ძიუდოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელმაც უზბეკეთს ოქროს მედალი მოუპოვა.
თავის სამშობლოში ეს ფაქტი ისე გაუხარდათ, რომ 26 წლის ძიუდოისტს დიდებული საჩუქრები გადასცეს.
როგორც ცნობილი გახდა, უზბეკეთის სახელმწიფომ კელდიოროვას 200 000$ ჩაურიცხა. სხვადასხვა კომპანიებმა კი მას ორი სახლი აჩუქეს. ერთი 3-ოთახიანი ბინა ტაშკენტში, მეორე 3-ოთახიანი ბინა უნგერჩში.
ასევე, ახალ ოლიმპიურ ჩემპიონს ორი ავტომობილი გადასცეს. 2023 წლის Chevrolet Tahoe და ასევე 2023 წლის Chevrolet Malibu.
შეგახსენებთ, რომ უზბეკმა ძიუდოისტმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უტა აბე, მაშა ბალჰაუსი, ამანდინ ბუშარი და დისტრია კრასნიქი დაამარცხა.