შეთანხმება შედგა - დანი ოლმო ბარსელონაში ითამაშებს
რამდენიმე წუთის წინ, ფაბრიციომ რომანომ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც „ბარსელონამ“ და „ლაიპციგმა“ შეთანხმებას მიაღწიეს - დანი ოლმო „კამპ ნოუზე“ ბრუნდება.
კატალონიელთა სპორტული დირექტორი დეკუ გერმანიაში გუშინ ჩაფრინდა და „ლაიპციგის“ წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 55 მილიონ ევროდ „ბარსა“ ესპანელს გაიფორმებს. ამას დაემატება ბონუსების სახით 7 მილიონი, რომელსაც გერმანული კლუბი ეტაპობრივად მიიღებს.
ოლმო „ბარსელონასთან“ ხელშეკრულებას 2030 წლამდე გააფორმებს. ტრანსფერი სავარაუდოდ უახლოეს საათებში ან უახლოეს 24 საათში დადასტურდება.
ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ოლმოს თავის მშობლიურ კლუბში დარჩენა სურდა და პსჟ, „ბაიერნისა“ და სხვა კლუბების შეთავაზებები თავიდანვე დაბლოკა.
აქვე გეტყვით, რომ დანი ოლმომ ევრო 2024-ზე მონაწილეობა ყველა მატჩში მიიღო, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბუნდესლიგის გასულ სეზონში კი „ლაიპციგის“ რიგებში 21 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გაიფორმა.
Barcelona have agreed a fee of up to $68m with RB Leipzig for Dani Olmo, with a six-year deal already accepted by the player, per @FabrizioRomano
— B/R Football (@brfootball) August 6, 2024
Back to Barça ???????? pic.twitter.com/RVlqXpYp9o