უეფა, რეინჯერსი, კიევის დინამო
Aa
Aa

უეფამ დინამო კიევი-რეინჯერსის მატჩის მსაჯები შეცვალა - მიზეზი სიმთვრალე გახდა

დღეს, ლუბლიანაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, „დინამო კიევი“ „რეინჯერს“ შეხვდება. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ უეფამ შეხვედრის მსაჯები შეცვალა. 

როგორც Daily Sport-ი წერს, ამის მიზეზი სიმთვრალე გახდა. VAR-ის არბიტრად და მის ასისტენტად მატჩზე პოლონელებს უნდა ემუშავათ. საუბარია ბარტოშ ფრანკოვკისზე და ტომაშ მუსიალზე, რომლებიც გასულ ღამეს სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლუბლიანას პოლიციამ მსაჯები არაფხიზელ მდგომარეობაში დააკავა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის: მთვრალმა რეფერებმა მეგობართან ერთად საგზაო ნიშანი მოიპარეს. ახლა სამივე მათგანს საგზაო ინფრასტრუქტურის განადგურების გამო გაასამართლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროოსი: ეთერში ჭორაობას არ ვაპირებ, მატჩების ანალიზი ვფიქრობ საინტერესოა
კროოსი: ეთერში ჭორაობას არ ვაპირებ, მატჩების ანალიზი ვფიქრობ საინტერესოა