მაურისიო პოჩეტინო, ტომას ტუხელი, გარეთ საუთგეიტი, ინგლისის ნაკრები
Aa
Aa

The Guardian: ინგლისის ნაკრების მწვრთნელად უცხოელის დანიშვნა გადაწყდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უცხოელის დანიშვნას მწვანე შუქი აუნთო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს.

გარეთ საუთგეიტის გადადგომის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე მთავარ პრეტენდენტებად არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო და გერმანელი ტომას ტუხელი სახელდებიან.

კანდიდატების შერჩევის პროცესს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ბულინგემი და მისი მეთაურობით მოქმედი 9-კაციანი ბორდი კურირებს. სწორედ ბორდის თანხმობის შემდეგ უნდა დაიწყოს ბულინგემმა კანდიდატებთან მოლაპარაკებები.

უცხოელი მწვრთნელის დანიშვნის სასარგებლოდ მეტყველებს ინგლისის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წარმატების მაგალითიც, რომელსაც ნიდერლანდელი სარინა ვიგმანი წვრთნის.

აღსანიშნავია, რომ როგორც პოჩეტინო, ისე ტუხელი ამჟამად უგუნდოდ არიან, თუმცა მათი ანაზღაურება აღემატება გარეთ საუთგეიტის ხელფასს, რომელსაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ გირვანქას უხდიდა.

მომდევნო მატჩს ინგლისის ნაკრები 7 სექტემბერს, ერთა ლიგაზე, ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ნაკრებს დროებით ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ლი კარსლიმ უხელმძღვანელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: “ბარსელონა მეტ ნახევარმცველს აღარ იყიდის“
ფლიკი: “ბარსელონა მეტ ნახევარმცველს აღარ იყიდის“