ლიონელ მესი
Aa
Aa

“დაეხმარე პლანეტას“ - აქტივისტებმა მესის ვილა დაარბიეს

კატალონიაში ლეო მესის ვილას გარემოს დაცვის სამოქალაქო აქტივისტები თავს დაესხნენ. ამ ინფორმაციას „ლე პარიზიენი“ ავრცელებს.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ აქტივისტებმა არგენტინელი სუპერვარსკვლავის სახლის ეზო წითელი და შავი საღებავებით შეღებეს.

ამის პარალელურად კი მათ აღმართეს ბანერი, რომელზეც წერია: „დაეხმარე პლანეტას, ჭამე მდიდრები, გააუქმე პოლიცია.“

წყაროს ცნობით, აქტივისტებმა მესის სახლი იმიტომ აირჩიეს, რომ მათ სურდათ ხაზი გაესვათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მდიდრების პასუხისმგებლობას კლიმატის კრიზისზე.

ცნობისთვის, აქტივისტები თვლიან, რომ მესიმ აღნიშნული ვილა უკანონოდ შეიძინეს. წყაროს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს:

„ჩვენი პროტესტი ნიშნავს იმას, რომ მდიდარი ადამიანების 1%-მა ნახშირბადის ის რაოდენობა გამოიმუშავა, რაც კაცობრიობის უღარიბესმა ორმა მესამედმა. ჩვენ უკეთესი სამყაროსთვის ვიბრძვით. პრობლემებს ძირეულად უნდა გავუმკლავდეთ. კრიზისის დასაძლევად სისტემის რადიკალური ცვლილებაა საჭირო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროოსი: ეთერში ჭორაობას არ ვაპირებ, მატჩების ანალიზი ვფიქრობ საინტერესოა
კროოსი: ეთერში ჭორაობას არ ვაპირებ, მატჩების ანალიზი ვფიქრობ საინტერესოა