„განსხვავების შექმნა შეუძლია“ - ესპანური პრესა წიტაიშვილს აქებს
გიორგი წიტაიშვილმა „გრანადასთან“ ერთად უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. „სევილიასთან“ მოედანზე მცირე ხნით გამოჩნდა, თუმცა „ალ ნასრთან“ უკვე სასტარტოში იყო და თავი კარგადაც წარმოაჩინა.
ადგილობრივი გამოცემა granadaenjuego წიტაიშვილის შესახებ წერს და მის მიმართ დადებით კონტექსტში საუბრობს.
„გიორგი წიტაიშვილმა სევილიასთან შეხვედრაში დებიუტისას თავისი შესაძლებლობები მხოლოდ ნაწილობრივ გვიჩვენა. ალ ნასრთან მატჩში კი მან სასტარტოდან დაიწყო და თავისი უნარები უკეთ წარმოაჩინა. ქართველი შეხვედრაში ცალსახად გამორჩეული იყო და განსხვავებას ქმნიდა.
წიტაიშვილის ჩაწოდებულს ალ ნასრთან გოლი მოჰყვა
წიტაიშვილმა მეტოქის დაცვის ხაზი არაერთხელ გაარღვია. საინტერესო სანახავი იყო მისი და რიკარდ სანჩესის დუეტი, რომლებმაც ერთად მხოლოდ რამდენჯერმე ივარჯიშეს.
ქართველი შემტევის მოედანზე ყოფნის დროს, გრანადას იერიშების უმრავლესობა მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა. მისი დრიბლინგები და სტანდარტულები სეზონის განმავლობაში გუნდს ბევრ გოლს მოუტანს.
თავისი წარდგენის მომენტში წიტაიშვილმა პრესას უთხრა, რომ საკუთარ თავს ვერ შეაფასებდა და უმჯობესი იყო, მისი შეფასება მოედანზე გასვლის შემდეგ მომხდარიყო. მან კი თავი უშიშარ და თავდაჯერებულ ფეხბურთელად წარმოგვიდგინა. მას შეუძლია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ სიურპრიზად იქცეს“.
- წერს granadaenjuego.
შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილის „გრანადა“ ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში 15 აგვისტოს „ალბასეტეს“ უმასპინძლებს.