რომან დოლიძე
Aa
Aa

ისტორიული მოვლენა | რომან დოლიძე ორი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში

UFC-იმ საშუალო და ქვემძიმე წონითი დივიზიონების რეიტინგი ოფიციალურად განაახლა და ცვლილებები რომან დოლიძეს შეეხო. „კავკასიელი“ პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც ერთდროულად, UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში იმყოფება.

დოლიძე საშუალო წონით დივიზიონში მე-10 პოზიციას იკავებს, ქვემძიმეში კი მე-15 გახლავთ. რომანმა ბოლო ბრძოლა სწორედ  ქვემძიმე წონით დივიზიონში გამართა და UFC 303-ზე, ენტონი სმიტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ცნობისთვის, „ლომგულთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დოლიძემ ხამზატ ჩიმაევთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამ უკანასკნელს ბრძოლა უკვე ჩაენიშნა. ჩიმაევი საშუალო წონაში იასპარეზებს და მისი მეტოქე ყოფილი ჩემპიონი, რობერტ უიტეკერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დოლიძეს კარიერაში 16 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგება და 3 მარცხია. სმიტთან გამარჯვებამდე, „კავკასიელი“ ნასურდინ იმავოვთან და მარვინ ვეტორისთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუდუს მაგია“ | ზივზივაძის ორი ბურთი ტურის საუკეთესო გოლებში
„ბუდუს მაგია“ | ზივზივაძის ორი ბურთი ტურის საუკეთესო გოლებში