რობერტ კობლიაშვილი
Aa
Aa

რობერტ კობლიაშვილი პარიზის ოლიმპიადას გამოეთიშა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 97 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რობერტ კობლიაშვილი პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

გათამაშების 1/4 ფინალში, ბელარუსი მოჭიდავე, რომელმაც რობერტ კობლიაშვილი დაამარცხა, ეგვიპტელ სპორტსმენთან 4:1 დამარცხდა და შესაბამისად, ასპარეზობასაც გამოეთიშა. ეს კი კობლიაშვილის მედლისთვის ბრძოლის ერთადერთი შანსი იყო. თუ ბელარუსი მოჭიდავე ფინალში გასვლას შეძლებდა, რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭიდავემ ბელარუსთან თავისი შეხვედრა 1:9 დათმო.

ხვალ, საჭიდაო ხალიჩაზე საქართველოს სახელით კიდევ ორი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გამოვა. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 67 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე და 87 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე დაიცავენ.

ამ დრომდე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 4 მედალია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლებს ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ, ბრინჯაოს პრიზიორი კი მოკრივე, ლაშა გურული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები