პარიზი 2024: გერმანიამ საბერძნეთს მოუგო და ნახევარფინალშია
პარიზში მიმდინარე ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. გერმანია საბერძნეთს დაუპირისპირდა და 76:63 დაამარცხა.
საბერძნეთმა მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება შეძლო (21:11), რის შემდეგაც გერმანიამ დარჩენილი სამივე მეოთხედი უკეთ ჩაატარა და შეხვედრაც ლოგიკურად დაასრულა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 22 ქულა იანის ანტეტოკუნმპომ ჩააგდო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. გერმანიამ უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა. ფრანც ვაგნერს 18 ქულა ჰქონდა, დენის შრიოდერს 13 ქულა და 8 გადაცემა ჰქონდა. იონას ტიმანს 10 ქულა და 6 მოხსნა. ბონგას 9 ქულა და 6 მოხსნა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშეს და მეტოქე აშკარად დაჯაბნეს.
GERMANY ???????? ARE THE FIRST SEMI-FINALISTS! ????#Paris2024 x #Basketball pic.twitter.com/SvswJitwfM
— FIBA (@FIBA) August 6, 2024
გერმანიის მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთსა და კანადას შორის გამარჯვებული იქნება. ეს მატჩი დღეს 20:00 საათზე გაიმართება. კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობას სერბეთი ავსტრალია და ბრაზილია აშშ გამოავლენენ.