„უმარს იმიტომ „ქაჩავენ“, რომ ხაბიბის ბიძაშვილია“ - მერაბმა უკმაყოფილება ვერ დამალა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველმა მებრძოლმა და ჩემპიონობის პირველმა კანდიდატმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხაბიბის გამო მას UFC-ის ხელმძღვანელები გარკვეულ ბენეფიტებს აძლევენ.
რას ამბობს „მანქანა“:
„უსამართლობაა, რომ ის უკვე მთავარი კანდიდატი გახდა. UFC-ში 12 ბრძოლა მაქვს გამართული და აქამდე მოსასვლელად დაახლოებით 7-8 მაღალი დონის მებრძოლის დამარცხება დამჭირდა. მას იმიტომ „ქაჩავენ“, რომ ხაბიბის ბიძაშვილია“.
ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვმა რამდენიმე დღის წინ კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ის შემდეგაც UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლის გამარჯვებული იქნება.
მერაბისა და ომალის ბრძოლა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, UFC 306-ზე გაიმართება.