ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: ეთერში ჭორაობას არ ვაპირებ, მატჩების ანალიზი ვფიქრობ საინტერესოა

ტონი კროოსმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ტელევიზიაში შესაძლო მუშაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„ჯერ მსგავს რამეზე სერიოზულად არ მიფიქრია. კარიერა გუშინ დავასრულე, ჩემი ემოციები ჯერ კიდევ ძალიან სუფთაა.

ტელევიზიაში ექსპერტობა? არ ვისურვებდი ამა თუ იმ ნიუანსებზე ფილოსოფოსობას. არანაირი სატრანსფერო ჭორები და მწვრთნელების შესახებ დისკუსიები. ჩემთვის საინტერესო მხოლოდ სათამაშო სიტუაციების ტაქტიკური ანალიზი შეიძლება იყოს. მსგავსი რაღაცების ახსნა საინტერესოა.

მატჩის მეორე კომენტატორად სიამოვნებით ვიმუშავებდი. ამ როლში ყველაფერი თამაშზეა დამოკიდებული“.

კროოსმა მესისა და რონალდუს ეპოქალურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

„ისინი მთელი თავიანთი კარიერის განმავლობაში წარმატებაზე მიდრეკილნი იყვნენ. არასოდეს გაჩერებულან. და მათ გადაწყვიტეს არ გასულიყვნენ პიკზე - ისევე როგორც მოთამაშეთა 95% აკეთებს. მათ ეს არ გააკეთეს და ფეხბურთით ტკბებოდნენ, თან კარგა ხანს.

და თუ ისინი კმაყოფილი არიან ამით, მაშინ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მაგალითად, კრიშტიანუსთვის ყველაფერი ისე კარგად არასდროს ყოფილა, როგორც მისი მადრიდის რეალში თამაშის დროს“.

- განაცხადა კროოსმა Bild-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბუდუს მაგია“ | ზივზივაძის ორი ბურთი ტურის საუკეთესო გოლებში
„ბუდუს მაგია“ | ზივზივაძის ორი ბურთი ტურის საუკეთესო გოლებში