ნიკოს საგა დასრულდა - უილიამსი ბილბაოში რჩება
როგორც ჩანს, ნიკო უილიამსის სატრანსფერო საგა დასრულებულია. 22 წლის ესპანელი გარემარბი „ბილბაოში“ რჩება და ამაში გადამწყვეტი როლი მისმა ძმამ ინაკი უილიამსმა ითამაშა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ინაკი თავის ძმაზე დიდ ზეწოლას ახდენდა და სთხოვდა, რომ მას კიდევ 1 სეზონი „ბილბაოში“ გაეტარებინა.
თავად კლუბი ელოდა, რომ ნიკო გუნდთან წინასასეზონო შეკრებას შეუერთდებოდა და 12 აგვისტოს ბილბაოში ჩავიდოდა. ეს ასეც მოხდა და უფრო ადრეც. ნიკომ ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ქომაგებს აცნობა, რომ „ბილბაოს“ შეუერთდა, რათა პრესეზონზე მზადება დაიწყოს.
„მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას, ვამოს ატლეტიკ“.
- ამბობს ნიკო ვიდეოში.
???????? Ongi etorri etxera, @willliamsssnico‼️
— Athletic Club (@AthleticClub) August 6, 2024
Nico Williams ya está en Lezama ❤️#AthleticClub ???? pic.twitter.com/jkljokSq86
„ბარსა“ გეგმავდა, რომ ნიკოს 12 აგვისტომდე დაუცდიდა, თუმცა უკვე ამის საჭიროება აღარ არის. ესპანელმა „ბილბაოში“ დარჩენა გადაწყვიტა.
„ბარსელონას“ ახალი მარცხენა გარემარბის ძიება მოუწევს. კლუბი ამჟამად დანი ოლმოს გაფორმებას ცდილობს და სპორტული დირექტორი დეკუ უკვე ლაიპციგში არის ჩასული. მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა.