ფედერიკო კიეზა, დავიდე ფრატეზი
Aa
Aa

იუვენტუსმა და ინტერმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინელებს დავიდე ფრატეზის გადაბირება სურთ, „ნერაძურის“ კი ფედერიკო კიეზა შეიძლება შეუერთდეს.

 „იუვენტუსის“ ახალ მწვრთნელს, ტიაგო მოტას 26 წლის კიეზას შენარჩუნება არ სურს, ვინაიდან მომდევნო წლის ზაფხულში მას კონტრაქტის ვადა ეწურება.

კიეზას მომავალს „ნაპოლისა“ და „რომას“ უკავშირებდნენ, თუმცა ორივე კლუბმა არჩევანი სხვა ფეხბურთელებზე შეაჩერა. ამის შემდეგ კიეზას აგენტმა მოლაპარაკებები ლონდონში „ჩელსისა“ და „ტოტენჰემთან“ გამართა, თუმცა კონკრეტული წინადადება არც ინგლისიდან მიუღია.

Tuttosport-ი წერს, რომ „ინტერს“ სურდა, კიეზა უფასოდ, მომავალი წლის ზაფხულში დაემატებინა, თუმცა, თუ ტურინელები 10 მილიონ ევროს გადაიხდიან, „ინტერი“ მზადაა, „ბებერ ქალბატონს“ კიეზას სანაცვლოდ 24 წლის ფრატეზი დაუთმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფენერბაჰჩეს გიუნდოგანის შეძენა სურს
ფენერბაჰჩეს გიუნდოგანის შეძენა სურს