ლენი იორო
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედმა ლენი იოროს მოედანზე დაბრუნების დრო დაასახელა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს, ლენი იოროს „არსენალთან“ გამართული ამხანაგური მატჩის დროს დაზიანებულ კუნთზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და შემადგენლობას დაახლოებით 3 თვეში დაუბრუნდება. ინფორმაციას თავად „წითელი ეშმაკები“ ავრცელებს.

„იოროს რეაბილიტაცია ახლა იწყება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით 18 წლის მოთამაშის ფორმაში დაბრუნებას, 3 თვის შემდეგ“, - აღნიშნულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინგლისურმა კლუბმა ფრანგი ცენტრალური მცველი „ლილიდან“ 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინული მედია: ალვარესი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
არგენტინული მედია: ალვარესი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს