გიორგი მამარდაშვილი, იან ობლაკი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ატლეტიკო კვლავ საქმეშია - მამარდასთვის ორი კლუბი იბრძოლებს?!

ესპანურ მედიაში, გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გუშინ, აქტიურად იწერებოდა, რომ ქართველი მეკარის დამატებით ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი, „ლივერპული“ იყო დაინტერესებული, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „ატლეტიკო“ მამარდაშვილის დამატებას კვლავ აქტიურად განიხილავს.

დიდი შანსია, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე „როხიბლანკოს“ ამჟამინდელმა მეკარემ, იან ობლაკმა გუნდი დატოვოს და კარიერა საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. თუ ასე მოხდება, სლოვენიელი მეკარის შეცვლის მთავარი კანდიდატი „ვალენსიას“ ქართველი კარის დარაჯი იქნება.

ევროპული მედია წერს, რომ დღეისთვის, მამარდაშვილისთვის ორი ყველაზე რეალური ვარიანტი „ლივერპულში“, ან „ატლეტიკოში“ ტრანსფერია და შესაბამისად, ქართველი მეკარისთვის ბრძოლა სწორედ ამ ორ კლუბს მოუწევს.

გუშინ, ესპანური Revelo წერდა, რომ თუ „ლივერპული“ ქართველ მეკარეს „ვალენსიადან“ გამოისყიდდა, მას თავდაპირველად იჯარის წესით გაანათხოვრებდნენ. ვარიანტებად „ვალენსიაში“ 1-წლიანი იჯარა, ან „ბორნმუთში“ განათხოვრება სახელდება.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის აგვისტოში გადავიდა და ღამურების მაისურით ყველა ტურნირზე 100 მატჩი ჩაატარა, 112 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 31-ჯერ შეინახა. ქართველმა მეკარემ ცოტა ხნის წინ, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და მოგერიებული ბურთების რაოდენობით, ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა, რამაც მისდამი ყურადღება კიდევ უფრო გაზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
5 აგვისტოს სატრანსფერო ზონა