კიმია იუსუფი
Aa
Aa

„განათლება, სპორტი, ჩვენი უფლებები!“ - ავღანელი სპრინტერის გზავნილი „თალიბანს“

ავღანელი სპრინტერი, კიმია იუსუფი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თანამემამულე ქალების უფლებების მხარდამჭერი მოწოდებით გამოვიდა.

ფინიშის შემდეგ, 28 წლის სპორტსმენმა ფურცელი გაშალა, სადაც ეწერა „განათლება, სპორტი, ჩვენი უფლებები“. ამით მან მესიჯი „თალიბანს“ გაუგზავნა.

„მე ვიბრძვი ქვეყნისთვის, სადაც ტერორისტები მოვიდნენ და ვგრძნობ პასუხისმგებლობას ავღანელი გოგონების წინაშე, რადგან მათ აზრის გამოხატვის უფლება არა აქვთ. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ გავაკეთე ის, რაც სწორად მიმაჩნია. მე მაქვს საშუალება მივმართო მედიას და ვიყო ავღანელი გოგონების ხმა“, - თქვა სპორტსმენმა გარბენის შემდეგ.

კიმია იუსუფი ავღანეთის ნაკრებში ერთადერთი მძლეოსანი ქალია. ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე სულ 6 სპორტსმენით არის წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზი 2024: დუპლანტისმა ჭოკით ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
პარიზი 2024: დუპლანტისმა ჭოკით ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა