ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქართველი ერთადერთია ასი ათასში, ის მაიაკოვსკია“ - იტალიური გამოცემა

ნეაპოლური გამოცემა areanapoli ანტონიო კონტეს გუნდში ხვიჩას როლზე წერს.

იტალიური ვებ გვერდი კვარაცხელიას როლს ხაზს უსვამს და კონტეს ფორმაციის „პარტენოპეიში“ ქართველის ფუნქციაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ხვიჩა ნეაპოლიდან არ გადადის, ხვიჩა ახალ ნეაპოლში გადადის. ქართველი თავისი გუნდის რადარი იქნება, პოზიციურად შეზღუდვების გარეშე.

კვარა ახალი ნაპოლის ერთ-ერთი ულამაზესი სვეტი იყო, რომელმაც ისტორიაში გუნდს მესამე სკუდეტო მოაგებინა. ის შორიდან, უცნობი ჩემპიონატიდან ჩამოვიდა, მაგრამ საფეხბურთო გაკვეთილები ყველას ჩაუტარა, სერია A-ში და რამდენიმე გაკვეთილი ჩემპიონთა ლიგაზეც. მან ეს ყველაფერი გააკეთა, როგორც შემტევმა გარემარბმა, რომელსაც ჰაერივით სწრაფი და მსუბუქი დრიბლინგი აქვს. მან გაიტანა გადამწყვეტი გოლები.

ახლა გუნდში კონტე მოვიდა, მესამე წელი იწყება, იმ იმედით, რომ მისი ხელშეკრულება განახლდება, რაც მას აქამდე აკლდა და ეს ხვიჩას იმედგაცრუებას იწვევს.

ახალი მწვრთნელი მისთვის ახალ გეგმებს სახავს. მიზანი იმ ჭაობიდან ამოსვლაა, რომელშიც გუნდი გასულ სეზონში იყო.

ხვიჩამ ცენტრში და საჯარიმოსკენ მეტად უნდა იმოძრაოს, ცენტრფორვარდის ირგვლივ იმოქმედოს, რათა მისი მომაკვდინებელი მოძრაობები შეასრულოს. ის კარგი ფინიშერი და თავდამსხმელია. ქართველი ერთადერთია ასი ათასში, ის მაიაკოვსკია“.

- წერს areanapoli.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერაც ვერ ხერხდება. იტალიური პრესის ბოლო ცნობებით, მოლაპარაკებები სექტემბრისთვის გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუდუს მაგია“ | ზივზივაძის ორი ბურთი ტურის საუკეთესო გოლებში
„ბუდუს მაგია“ | ზივზივაძის ორი ბურთი ტურის საუკეთესო გოლებში