არგენტინული მედია: ალვარესი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
უახლოეს დღეებში ხულიან ალვარესი მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდება. არგენტინული გამოცემა Ole-ს ინფორმაციით, შეთანხმების გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია, თუმცა მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
გამოცემის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონს მიიღებს, რაც მანჩესტერული კლუბისთვის ფეხბურთელის გაყიდვიდან მიღებული რეკორდული თანხა იქნება.
ტრანსფერის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს მადრიდელთა არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ასრულებს. „ატლეტიკოში“ გადასვლის შემთხვევაში ალვარესი თანამემამულეებს - როდრიგო დე პოლსა და ნაუელ მოლინას შეუერთდება.