გიორგი იანტბელიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
Aa
Aa

„წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - თავისუფლებმა პარიზში ივარჯიშეს

საქართველოს თავისუფალი  სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ სავარჯიშო არენაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. გუნდი სრულ მზადყოფნაშია, ასპარეზობაში 8 აგვისტოს ჩაერთვება და პირველი ვლადიმერ გამყრელიძე (87 კგ.) იასპარეზებს.

მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ ისაუბრა:

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხ  წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი.

  • გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ)
  • ვლადიმერ გამყრელიძე (87 კგ)
  • გივი მაჭარაშვილი (97კგ)
  • გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან, ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაიწყებს. ჩვენი ქვეყნის სახელით, საჭიდაო ხალიჩაზე პირველი 97 კგ. წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები