გორ კაზარიანი, ნიკა სადოიანი
Aa
Aa

რუსები დამარცხებულია - ქართველი მოკრივეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

ბოსნიის ქალაქ ბანია ლუკაში უკვე მესამე დღეა მოსწავლე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი სპორტსმენები საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ. ბიჭებს შორის შეჯიბრებაზე ჩვენი ქვეყნის გუნდი მთავარი მწვრთნელის ლაშა ოჩიგავას ხელმძღვანელობით 13, ხოლო გოგონებში 10 სპორტსმენით გაემგზავრა, რომელთაც გოჩა რუსია ავარჯიშებს.

იქიდან გამომდინარე, რომ კრივის საერთაშორისო ასოციაციას რუსი უმარ კრემლევი ხელმძღვანელობს, საერთაშორისო ტურნირებზე რუსი მოკრივეები დაშვებულები არიან და ამაზე კიდევ უფრო უარესი ის გახლავთ, რომ ლამის ყველა ბრძოლაში ისინი არბიტრების სიმპათიებით სარგებლობენ. თუმცა, დღეს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების ორმა წევრმა, გორ კაზარიანმა (66 კგ) და ნიკა სადოიანმა (60 კგ) შეძლეს და რუსი მოწინააღმდეგეები მსაჯებიანად დაამარცხეს. კაზარიანმა ნონიკ პოღოსიანს, ხოლო სადოიანმა ნიკიტა მოროზოვს აჯობა და ორივე მათგანი მეოთხედფინალში გავიდა.

გარდა ამ ორი მოკრივისა, საუკეთესო რვა სპორტსმენს შორის მოხვდა ნიკოლოზ ხიზანიშვილი (46 კგ), მირიან ვოლოშინი (50 კგ) და თემურ პავლიაშვილი (57 კგ), რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ევროპის მოსწავლეთა ჩემპიონატი კვირას, 11 აგვისტოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები