ქუთაისის ტორპედო, სამტრედია
Aa
Aa

შერგელაშვილის ბრწყინვალე ჯარიმით - ტორპედომ სამტრედია ბოლო წუთზე დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის დასკვნით მატჩში, ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

იმერულ დერბიში თავდაპირველად სამტრედიელები დაწინაურდნენ. მე-17 წუთზე ჟოზეფ ამოაკომ ეფექტური გოლით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

ქუთაისელებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. 36-ე წუთზე, ფელიპე პირესის მიერ ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად მომო იანსანე დახვდა და ანგარიში გაათანაბრა.

„ტორპედომ“ გამარჯვების გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანა. „სამტრედიის“ კარში დანიშნული საჯარიმო ზუსტად ლაშა შერგელაშვილმა შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

19 ტურის შემდეგ, „ტორპედო“ 38 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ გორის „დილას“ 2 ქულით ჩამორჩება, „სამტრედია“ კი 11 ქულით კვლავ ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს. ქუთაისური გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „იბერია 1999“-ის წინააღმდეგ გამართავს, „სამტრედია“ კი 10 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „კოლხეთი 1913“-ს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები