გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

ქლევერლიმ ჩაკვეტაძეს გასაღები მოუძებნა

მას შემდეგ რაც გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ შეუერთდა და ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში, რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაში ითამაშა, ინგლისური სპორტული მედია მასზე მხოლოდ და მხოლოდ დადებით კონტექსტში წერს. არამხოლოდ მედია, არამედ კლუბის მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი აღნიშნავს, რომ გიორგი საუკეთესო ფორმაშია და მასზე მოახლოებულ სეზონში უდიდესი იმედები მყარდება. „ბრენტფორდთან“ გამართული მატჩიდან რამდენიმე დღეში 24 წლის ქართველ ნახევარმცველზე ასეთი შეფასებები კეთდება.

რას წერენ ჩაკვეტაძეზე

ის იქცა იმ ფეხბურთელად, რომელზეც თამაშისა და იერიშების აწყობა შეიძლება. მკვეთრად განსაზღვრული პოზიცია არ აქვს, ბევრს მოძრაობს და ცდილობს მოედნის იმ მონაკვეთში აღმოჩნდეს, საიდანაც თანაგუნდელს ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანს.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქლევერლიმ ისურვა, რომ საკლუბო დონეზეც ისეთივე მებრძოლი და დაუღალავი ჩაკვეტაძე ენახა, როგორსაც თვალყურს გერმანიის მინდვრებზე ადევნებდა. ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, რომ გიორგი მთავარ მწვრთნელს სურვილებს აუსრულებს.

„უოტფორდმა“ სეზონისთვის მზადება უკვე დაასრულა და ინგლისის ჩემპიონშიპის სტარტისთვის ემზადება, რომლის პირველ ტურშიც ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები 10 აგვისტოს სტუმრად „მილუოლს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები