„არ ვიცი, რა უნდათ ამ პატარა ბიჭებს ჩემგან“ - მახაჩევი თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაზე
UFC-ის მსუბუქი კატეგორიის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ მაქს ჰოლოუეის გარდა კიდევ ერთი მებრძოლის დამარცხება დასჭირდება.
რას ამბობს მახაჩევი:
„ილია ძალიან კარგი მებრძოლია. ვფიქრობ, ჭიდაობის ძალიან კარგი უნარი აქვს, მაგრამ ყოველთვის კრივს იყენებს. და როდესაც მოწინააღმდეგეს ძალიან კარგი კრივი აქვს, ეს ყოველთვის სახიფათოა“.
„ჩემი და მისი ბრძოლა? ის ნამდვილად კარგია, მაგრამ მისი მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეია. ეს მაშინ მოხდება, თუ ჯერ მაქსს დაამარცხებს, შემდეგ კი მოვსარ ევლოევს. თავის დივიზიონში მას ნამდვილად დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი“.
„არ ვიცი, რატომ უნდათ ამ პატარა ბიჭებს ჩემთან ბრძოლა, მაგრამ შანსს მივცემ, ისევე როგორც ვოლკანოვსკის მივეცი ორჯერ შანსი. სამომავლოდ ყველაფერი შესაძლებელია, რატომაც არა?!“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს 26 სექტემბერს, აბუ-დაბიში UFC 308-ზე მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.