მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„უმარს მერაბთან უფრო გაუჭირდება, ვიდრე ომალისთან“ - რუსი მებრძოლი

ცნობილმა რუსმა MMA-ს მებრძოლმა, აბდულ-აზიზ აბდულვახაბოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს ომალი-დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლასა და უმარ ნურმაგომედოვის მომდევნო მეტოქეზე დააფიქსირა თავისი მოსაზრება.

რას ამბობს აბდულვახაბოვი:

„რთული სათქმელია, ვინ იქნება ომალისა და დვალიშვილის წყვილში გამარჯვებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ უმარს მერაბთან უფრო გაუჭირდება. ამას უმარისა და სენდჰეგენის ბრძოლის საფუძველზეც ვამბობ. ცხადია, დვალიშვილი კორიზე უფრო ძლიერია, მაგრამ თუ უმარი სათანადოდ ემზადება, მას არაფრის ეშინია. იცის, როგორ დაიცვას მიწაზე გადაყვანისგან თავი. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ის თავს უფრო კარგად იცავს, ვიდრ ჩხუბობს. ეს შერეული საბრძოლო ხელოვნებაა და ნებისმიერთან შეიძლება წააგო. ერთ დარტყმას ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვმა კორი სენდჰეგენთან გამარჯვების შემდეგ, UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და მერაბ დვალიშვილის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლის პირველ კანდიდატად იქცა. შესაბამისად, წარმოშობით დაღესტნელი და რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ომალი-დვალიშვილის ორთაბრძოლა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, UFC 306-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩვენ შორის ორი დიდი გაუგებრობა იყო - რინერმა თუშიშვილზე ისაუბრა
ჩვენ შორის ორი დიდი გაუგებრობა იყო - რინერმა თუშიშვილზე ისაუბრა