„ალისონის შეცვლა შეუძლებელია“ - ლივერპულის ფან-გვერდი მამარდას შესაძლო ტრანსფერზე
ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ესპანურმა სააგენტო Revelo-მ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ შესაძლო ტრანსფერზე გაავრცელა ინფორმაცია, რამაც მერსისაიდული გუნდის გულშემატკივრების დიდი ყურადღება გამოიწვია.
„ლივერპულთან“ დაახლოებულმა სააგენტო Liverpool.com-მა ქართველი მეკარის შესახებ დაწერა და „სქაუზერებს“ მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა.
რა წერია სტატიაში:
„ლივერპულს“ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს უკავშირებან. ცოტა ხნის წინ, ამ მეკარემ თავისი ეროვნული გუნდის მაისურით ევროპის ჩემპიონატზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ორმეტრამდე სიმაღლის მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 94 მატჩი ჩაატარა. მის სახელს რამდენჯერმე უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის სხვა კლუბებსაც - ლონდონის „ჩელსის“ და „ნიუკასლს“. ცოტა ხნის წინ, „ღამურებმა“ სტოლე დიმიტრიევსკი გაიფორმეს, რაც მამარდაშვილის წასვლის შესაძლებლობას კიდევ უფრო რეალურს ხდის.
გასულ თვეში, Liverpool.com-თან საუბრისას, ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, დევიდ ჯეიმსმა თქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მამარდაშვილის თამაშით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოში არც ერთი მეკარე არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიც ალისონია.
მაგრამ როდესაც საქმე ეხება ალისონის შეცვლას, ეს თითქმის შეუძლებელია. ჯეიმსიც ამბობდა, რომ ბრაზილიელთან ახლოსაც ვერავინ მივა. 31 წლის ასაკში ალისონს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ლივერპულში ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ჰქონდეს. ჯერ არ არსებობდა იმის ნიშანი, რომ ალისონი გუნდისგან წასვლას გადაწყვეტდა.
Revelo-ს ინფორმაციით, თუ „ლივერპული“ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილს შეიძენს, მას პირველივე სეზონში „ბორნმუთში“ გაანათხოვრებს, მომდევნო სეზონიდან კი ალისონის ადგილს დაუთმობს, რომელიც დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ სათამაშოდ საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავა.