ლაპორტა: “ბარსელონა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კლუბია“
კატალონიის ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ჟურნალისტების წინაშე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ლაპორტა:
„ბარსელონა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კლუბია. ამ ფაქტით ძალიან ვამაყობთ, რადგან ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დევს. რა თქმა უნდა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, კარგი ფეხბურთელების დამატებას ვაპირებთ.
მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავარი ფილოსოფია ფეხბურთელების აღმოჩენა, მათი გაზრდა და დაწინაურებაა. ვფიქრობ, ბარსელონას აკადემიას არაერთი სუპერვარსკვლავი ჰყავს გაზრდილი.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, კატალონიური გრანდი ნიკო უილიამსის და დანი ოლმოს ტრანსფერზე მუშაობს.
დანი ოლმოს ყიდვა უფრო რეალურია, რადგან ლაიპციგი მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს. უილიამსის შემთხვევა შედარებით რთულია, რადგან ახალგაზრდა ტალანტი კიდევ 1 წლით ბილბაოს ატლეტიკში დარჩენას ფიქრობს.