ოფიციალურად - ჟოაუ ნევეში პსჟ-ს ფეხბურთელია
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარი სენ ჟერმენი აქტიურობას აგრძელებს. ბოლო პერიოდში, ფრანგულ გიგანტს ჟოაუ ნევეშის გადაბირება სურდა და როგორც ჩანს გამოუვიდა.
დღეს, პარიზულმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგულ გუნდს ნევეში 60 მილიონი ევრო დაუჯდა. ბონუსებით კი ეს თანხა 70 მილიონამდე ავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოაუს ტრანსფერში რენატო სანჩესი ჩართეს, რომელიც იჯარის წესით ლისაბონის ბენფიკაში იასპარეზებს. პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, პსჟ-ს პირველი შენაძენია.
???? ???????????????????????????????????? à Paris ! ????????#WelcomeJoãoNeves pic.twitter.com/IdjMbKCDrc
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) August 5, 2024
ცნობისთვის, 19 წლის ნახევარმცველი ლისაბონური კლუბის აღზრდილი გახლავთ და მთავარ გუნდში 2022 წლიდან თამაშობს. 2022 წლიდან დღემდე, ნევეშმა ბენფიკას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 75-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება რენატო სანჩესს, ბენფიკას აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2015/2016 წლებში თამაშობდა.
ამის შემდეგ, სანჩესი ბაიერნმა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, მაგრამ ვერ გაამართლა და იჯარის წესით სუონსიში წავიდა. 2019 წელს ლილის საკუთრება გახდა, სადაც 3 წელი დაყო. 2022 წლიდან კი პარი სენ ჟერმენში გადავიდა. გასული სეზონი იჯარის წესით რომაში გაატარა.