RELOVO: მამარდაშვილის ტრანსფერით ლივერპული დაინტერესდა
ავტორიტეტული გამოცემა Relovo იუწყება, რომ გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ლივერპული ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ალისონ ბეკერი 2025 წელს ლივერპულს დატოვებს, ხოლო იქამდე მერსისაიდული გრანდი ქართველ მეკარეს იჯარის წესით გაანათხოვრებს.
იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი შედგება, სახელდება ორი კლუბი, სადაც შესაძლოა მამარდაშვილი გაანათხოვრონ. საუბარი ბორნმუთზე გახლავთ ან 1 წელი ისევ ვალენსიაში დარჩება.
სატრანსფერო ღირებულებად 25 მილიონი ევრო სახელდება, თუმცა ვალენსია გეგმავს, რომ მამარდა მინიმუმ 40 მილიონ ევროდ გაყიდოს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გიორგის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ აქცევს.
ასევე გეტყვით, რომ ქართველის ტრანსფერით პარი სენ ჟერმენი ინტერესდება, თუმცა აქ საქმე უფრო რთულად არის. გიორგის საფრანგეთში გადაბარგების საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ გუნდიდან ჯანლუიჯი დონარუმა წავა. „ჯიჯოს“ წასვლა კი ედერსონ მორაეშზეა დამოკიდებული. სეტის მეკარეს გეზი საუდის არაბეთისკენ აქვს აღებული.
???? ???????????????????????????????? ????????????????????????
— Anything Liverpool (@AnythingLFC_) August 5, 2024
According to @relevo, Liverpool are looking at signing Mamardashvili... To loan him until Alisson Becker leaves...
There is a meeting scheduled this week between the clubs. Bournemouth, also interested.
✍️ @sanchis14 x @relevo pic.twitter.com/ccmmdzkvl5