იბერია 1999
Aa
Aa

კონფერენს ლიგის პლეი-ოფი - იბერია 1999-ის პოტენციური მეტოქე ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, იბერია 1999 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრეში იმყოფება, სადაც თურქულ ბაშაქშეჰირს უნდა დაუპირისპირდეს.

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ლიონში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა, თუ ვის შეხვდება ლევან კორღალიძის გუნდი თურქული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში.

იბერია 1999 ირლანდიურ სენტ პატრიკ ატლეტიკსა და აზერბაიჯანულ საბაჰს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ქართული კლუბი ბაშაქშეჰირს 8 აგვისტოს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება. განმეორებითი მატჩი 15 აგვისტოთი თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ იბერია 1999 კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და მათი მეტოქე ალბანური ტირანა იყო, რომელიც ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები