“აფერისტი, რა ინტერვიუებს იძლევა“ - თამაზ გოგიბედაშვილი რინერის ინტერვიუს გამოეხმაურა
რამდენიმე დღის წინ, იმ ცნობილი ინციდენტის შემდეგ, რომელიც გურამ თუშიშვილსა და ტედი რინერს შორის მოხდა, ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ქართველ ძიუდოისტზე განაცხადა:
„ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს შორის ორი დიდი გაუგებრობა იყო. მან ორი ისეთი რამ გააკეტა, რისი ძიუდოში გაკეთება ძალიან სამწუხაროა. მატეს შემდეგ, ზურგიდან შემომიტია.“
ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველი სპორტული ჟურნალისტი და ძიუდოს ექსპერტი თამაზ გოგიბედაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას აკეთებს და ურთავს ვიდეოს, რომელშიც ნათლად დასტურდება, რომ ტედი რინერმა მიტყუა.
რას წერს თამაზი?
„აფერისტი რა ინტერვიუებს იძლევა? მატეს მერე მომეპარაო, გორში კინაღამ ფეხი მატკინაო.. იქ ვიყავი და აგერ ფაქტი შენელებული თან, მატე არა ტოროლა.“
ცნობისთვის, თამაზ გოგიბედაშვილი გახლავთ ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე აქტიურად აშუქებს საქართველოში ძიუდოს და მისი სიტყვები 100%-ით სარწმუნოა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ინტერვიუში ტედი რინერმა 2022 წელს გამართული ის შეხვედრა გაიხსენა, რომელიც თავდაპირველად გურამ თუშიშვილმა მოიგო, თუმცა შემდეგ, კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და გამარჯვება რინერს ჩაუთვალა.
ასევე შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადის ¼ ფინალში თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირებას ინციდენტი მოყვა, რის გამოც ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადიდან მოხსნეს და არც გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მისცეს. ასევე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თუშიშვილი ყველა შეჯიბრს ჩამოაშორა.