მანჩესტერ იუნაიტედი, მიუნხენის ბაიერნი, დე ლიხტი, ნუსარ მაზრაუი
Aa
Aa

აგენტმა კონტრაქტები შეათანხმა - დე ლიხტი და მაზრაუი მანჩესტერს უახლოვდებიან

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, მანჩესტერ იუნაიტედი დიდი ხანი ცდილობდა დე ლიხტის და ნუსარ მაზრაუის შეძენას.

როგორც ჩანს, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ორივე ფეხბურთელი წითელ ეშმაკებში ითამაშებს. ამის შესახებ უახლეს ინფორმაციას, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელების აგენტმა მანჩესტერთან ერთი კვირის წინ 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მატიასი და ნუსარი მოთმინებით ელოდებიან ტრანსფერის განხორციელებას და ყველაფერი გარკვეულია.

ახლა ისღაა დარჩენილი, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა მიუნხენის ბაიერნთან სწორი მოლაპარაკება აწარმოოს.

მიუნხენურმა გრანდმა თავდაპირველად ტრანსფერებზე უარი განაცხადა და ახლა წითელი ეშმაკები ახალ შეთავაზებას გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ 1 წლით ლაიპციგში - ჩავი სიმონსმა იჯარა გაახანგრძლივა
კიდევ 1 წლით ლაიპციგში - ჩავი სიმონსმა იჯარა გაახანგრძლივა