კიდევ 1 წლით ლაიპციგში - ჩავი სიმონსმა იჯარა გაახანგრძლივა
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჩავი სიმონსი არაერთ გუნდს სურდა. ყველაზე დიდ ინტერესს ბარსელონა იჩენდა, თუმცა კატალონიურმა გრანდმა მისი გადაბირება ვერ მოახერხა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი კიდევ 1-წლიანი იჯარის წესით, ლაიპციგში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
გასულ სეზონში ჩავი სიმონსმა ლაიპციგში გაიბრწყინა და ბენჯამინ სესკოსთან ერთად ეფექტური დუეტი შექმნა.
პარი სენ ჟერმენის პრიორიტეტი ნიდერლანდელის მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა, რაც გერმანულ კლუბში გამუდმებით აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგები სიმონსს 2025 წელს დაიბრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩავი სიმონსმა ლაიპციგის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 48-ჯერ მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Xavi bleibt bei RB Leipzig! #RBL leiht Offensivspieler @xavisimons für ein weiteres Jahr von @PSG_inside aus: https://t.co/iUA5hJmUhs pic.twitter.com/W7xh9QNW9C
— RB Leipzig (@RBLeipzig) August 5, 2024