ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

Kicker-მა ბუდუ ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა | ტრანსფერი? სავსებით შესაძლებელია

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგა 2-ის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა და მეტიც, ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ეს აღიარება „ნიურნბერგთან’’ ფანტასტიკური თამაშის შემდეგ მოულოდნელი არ ყოფილა.

Kicker-ზე ბუდუს შესახებ ვკითხულობთ: „ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ ბუდუმ მხოლოდ 10 დღე დაისვენა. „ის ძალიან მოტივირებული და ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში ჩამოვიდა’’ - თქვა „კარლსრუეს’’ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა.

მან თითქმის მარტომ დაამარცხა „ნიურნბერგი’’. ბუდუ სპრინტერი არაა, თუმცა ვიწრო სივრცეებში საოცრად სწრაფად მოქმედებდა, ძალიან ეფექტიანი იყო. ამ საოცარი თამაშის შემდეგ ბუდუ სხვა კლუბებისთვის კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი მოთამაშე გახდა. ტრანსფერი? სავსებით შესაძლებელია’’.

პირველ ტურში ბუნდესლიგა 2-ში ჰეთ-თრიკი მხოლოდ ბუდუმ შეასრულა, დუბლი სამი მოთამაშის აქტივშია. ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონის სტარტზე გატანილი სამი გოლი ბომბარდირობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

ბუნდესლიგა 2-ის მეორე ტურში „კარლსრუე’’ დიუსელდორფის „ფორტუნას’’ ესტუმრება (10 აგვისტო, 15:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები