სამეფო კარის თამაშების სტილში | ჰოლოუეი თოფურიასთვის ემზადება
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია მომდევნო ჩხუბს 26 ოქტომბერს გამართავს. „ელ მატადორი“ ლეგენდარულ მებრძოლს, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება და ტიტულს პირველად სწორედ „დალოცვილის“ წინააღმდეგ დაიცავს.
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ბრძოლა ოფიციალურად დაადასტურა და ახლახან, ჰოლოუეიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მაქსმა „სამეფო კარის თამაშების“ ცნობილი ფრაზა გამოიყენა და დაწერა: „ზამთარი მოდის. 26 ოქტომბერი, აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
????Winter is coming????
— Max Holloway (@BlessedMMA) August 4, 2024
???? October 26 2024. Abu Dhabi, United Arab Emirates ????#blessyourself #blessedexpress pic.twitter.com/Kjc81McfLU
ცნობისთვის, ჰოლოუეი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და მის ანგარიშზე 26 მოგება და 7 წაგებაა. „დალოცვილმა“ ბოლო ბრძოლა 2024 წლის 13 აპრილს, მსუბუქ წონით დივიზიონში, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა და მისი დანოკაუტების შემდეგ, BMF-ის სიმბოლური ქამარი დაისაკუთრა.
გეტყვით იმასაც, რომ UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) თოფურია მე-4 პოზიციას იკავებს და მხოლოდ ისლამ მახაჩევს, ალექს პერეირასა და ჯონ ჯონსს ჩამორჩება. ჰოლოუეი მე-10 ადგილზეა.