დავით ვოლკოვი, გიორგი პაპუნაშვილი
Aa
Aa

ვოლკოვის ჰეთ-თრიკი | შესანიშნავ ფორმაშია, 5 მატჩში 6 გოლი შეაგდო

აზერბაიჯანული „ზირას’’ ფორვარდი დავით ვოლკოვი შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო ხუთ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 2024-25 წლების სეზონის პირველ ტურში „ზირამ’’ „საბაილს’’ 4:1 მოუგო. დავით ვოლკოვმა პირველ ტაიმში, 32-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. გოლები მე-12, 27-ე და 45-ე წუთებზე გაიტანა.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 11 ივლისს, „შერიფთან’’ გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო. კონფერენს ლიგაზე, 25 ივლისს, „დუნაისკა სტრედას’’ დუბლი შეუსრულა, დღეს კი მის ანგარიშზე ჰეთ-თრიკია.

„ზირა’’ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატულ „ოსიეკს’’ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ხორვატიაში 8 აგვისტოს გაიმართება.

ასევე გეტყვით, რომ „ზირაში'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი გადავიდა, მან კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები