გურამ თუშიშვილი, ტედი რინერი
Aa
Aa

ჩვენ შორის ორი დიდი გაუგებრობა იყო - რინერმა თუშიშვილზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ფრანგმა სპორტსმენმა ტედი რინერმა ფრანგულ მედიასთან გურამ თუშიშვილთან შეხვედრებზე ისაუბრა. მან ჩემპიონთა ლიგაზე 2022 წელს გამართული დაპირისპირება გაიხსენა და ასევე პარიზის ოლიმპიადაზე გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი.

რინერმა ფრანგულ Quelles Jeux-თან ისაუბრა: „ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ შორის ორი დიდი გაუგებრობა იყო. მან ორი ისეთი რამ გააკეთა, რისი ძიუდოში გაკეთება ძალიან სამწუხაროა. მატეს შემდეგ ზურგიდან შემომიტია. როგორც წესი, ეს ჰანსუკო მატეა, დისკვალიფიკაციაა. ამის შემდეგ მან ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რასაც შესაძლოა ჩემთვის მუხლის მძიმე ტრავმა მოეყენებინა. გამარჯვება ამის წყალობით მოიპოვა, მაგრამ შემდეგ კომისიამ შეხვედრა განიხილა და მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა. 

ალბათ, ეს ანგარიშის გასწორება იყო, ჩემი ლამაზი იპონი არ მოეწონა, რომელიც მას გავუკეთე. სპორტი გვასწავლის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რაც განსაკუთრებით ოლიმპიურ თამაშებზე უნდა მოხდეს. მისთვის რომ მეპასუხა, ალბათ მეც დამსჯიდნენ, თუმცა მე მხოლოდ ოქროს მედალზე ვფიქრობდი. ვიცი რომ გავიმარჯვე’’.

ტედი რინერი 2022 წელს გამართულ იმ შეხვედრას იხსენებს, რომელიც თავდაპირველად თუშიშვილმა მოიგო, გამარჯვება იზეიმა, თუმცა შემდეგ კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და მოგება რინერს ჩაუთვალა.

შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადის 1/4-ფინალში რინერისა და თუშიშვილის დაპირისპირებას ინციდენტი ახლდა, რის გამოც თუშიშვილი ოლიმპიადიდან მოხსნეს და არც გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მისცეს. ასევე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თუშიშვილი ყველა შეჯიბრს ჩამოაშორა.

მსგავსი სიახლეები