ლაშა გურული
Aa
Aa

მარცხი ნახევარფინალში - ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიური თამაშები ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ქართველი მოკრივე ნახევარფინალში კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

კუბელი მოკრივე მთელი ბრძოლის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და სამივე რაუნდის მოგება შეძლო.

ნახევარფინალში მარცხის მიუხედავად, ლაშა გურულს ბრინჯაოს მედალი უკვე განაღდებული ჰქონდა და შესაბამისად, საქართველოს დელეგაციას მე-4 ოლიმპიური მედალი მოუტანა.

ნახევარფინალამდე ლაშამ პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, 1/4 ფინალში კი ყაზახ ბაზარბაი უულუ მუხამედსაბირს სძლია.

მსგავსი სიახლეები