ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

„რაც ბუდუმ გააკეთა, წარმოუდგენელი იყო“ - კარლსრუეს მცველი

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში, „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ნიურნბერგს“ უმასპინძლა და ბუდუ ზივზივაძის ჰეთ-თრიკით, 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „კარლსრუეს“ მცველმა, მარსელ ფრანკემ ბუდუს თამაში შეაფასა და თანაგუნდელი შეაქო.

რა თქვა ფრანკემ:

„ის, რაც ბუდუმ გააკეთა, წარმოუდგენელი იყო. თამაშის შემობრუნების პირველივე ტაიმში გვჯეროდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც სეზონს ასეთი პირველი თამაშით იწყებ. ეს დიდ ბიძგს გვაძლევს, რადგან დიდი მონდომების შემდეგ ვნახეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს თამაში მომდევნო მატჩებისთვის დიდ თავდაჯერებას მოგვცემს“.

31-ე წუთისთვის, „კარლსრუე“ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა, ბუდუს ჰეთთრიკის წყალობით თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება მოახერხა. ზივზივაძემ პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 73-ე და 79-ე წუთებზე კი მეტოქის კარში კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ მისმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.

„კარლსრუეს“ მომდევნო შეხვედრა 10 აგვისტოს ელის. ბუდუ ზივზივაძის გუნდი საქართველოს დროით 15:00 საათზე სტუმრად „დიუსელდორფს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარლსრუეს მწვრთნელი: “მოსაგებად ზივზივაძის ხარისხი დაგვჭირდა“
კარლსრუეს მწვრთნელი: “მოსაგებად ზივზივაძის ხარისხი დაგვჭირდა“