კროოსი და ალონსო - Kicker-ის რჩეულები
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ი გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს შორის საუკეთესო ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის გამოსავლენად ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას და ტრადიცია ამჯერადაც არ დაურღვევია.
285 ხმით გერმანიის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ტონი კროოსი დაასახელეს, რომელმაც „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი კარიერა დაასრულა. გამოკითხვაში მეორე-მესამე ადგილებზე „ლევერკუზენის“ მოთამაშეები ფლორიან ვირცი (246 ხმა) და გრანიტ ჯაკა (66 ხმა) გავიდნენ.
საუკეთესო მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნები ნამდვილად არ იყოს და ჩაბი ალონსომ კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით აჯობა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ლევერკუზენმა“ გერმანიის ბუნდესლიგა და ქვეყნის თასის გათამაშება დაუმარცხებლად მოიგო, ევროპა ლიგაზე გამარჯვებამდე კი მცირედი დააკლდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაკმაყოფილდა.