მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ხაბიბი: „უმარი-დვალიშვილის ჩხუბი მსურს“

გუშინ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა შედგა და უმარ ნურმაგომედოვმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კორი სენდჰაგენი დაამარცხა. ძალიან დიდი ალბათობით, უმარის მომდევნო მეტოქე დვალიშვილი-ომალის შეხვედრაში მოგებული იქნება და სწორედ ამ თემაზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება მის ტიტულოვან ბიძაშვილს ხაბიბ ნურმაგომედოვს, რომელიც ნათესავის შეხვედრას თვალყურს ადგილიდან ადევნებდა.

რა თქვა ხაბიბმა

მსურს, რომ უმარ ნურმაგომედოვი დვალიშვილს შეხვდეს, რადგან ის ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან არის და დაღესტანსა და საქართველოს შორის ძალიან პატარა მანძილია. დიდი სურვილი მაქვს, რომ სექტემბერში მერაბმა გაიმარჯვოს, რადგან ასეთ შემთხვევაში შავი და თეთრი ფაფახების ორთაბრძოლას ვიხილავთ.

შონის წარმატების შემთხვევაში კი უმარს ვარდისფერთმიანი მეტოქე ეყოლება. ამ ორიდან ნებისმიერთან დაპირისპირება ჩემი ნათესავისთვის ძალიან სასარგებლო და ბევრისმომცემი იქნება, რადგან იოლად დასამარცხებელი არც ერთი მათგანი არ არის. რაც შეეხება უმარს, კორისთან გამარჯვებით უდიდესი გამოცდილება მიიღო, ის ჯერ 28 წლისაა და კიდევ უფრო მოუმატებს.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის სატიტულო ორთაბრძოლას მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალისთან 15 სექტემბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები