თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა.
ქართველი ფალავნები ასპარეზობაში 8 აგვისტოდან ჩაერთვებიან და საჭიდაო ხალიჩაზე საერთო ჯამში 4 სპორტსმენს ვიხილავთ.
პირველი, ვინც საქართველოს სახელით იასპარეზებს 86 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე იქნება, რომელიც შეჯიბრში 8 აგვისტოდან ჩაერთვება.
9 აგვისტოს 125 კგ. წონაში გენო პეტრიაშვილი და 65 კგ. წონაში გოდერძი ძებისაშვილი გამოვლენ.
10 აგვისტოს კი 97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილს ვიხილავთ.
ცნობისთვის, 6 აგვისტოდან ოლიმპიადაზე ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩაერთვება. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 3 მოჭიდავე დაიცავს.