დიდი წმენდა იწყება - იუვენტუსს 8 ფეხბურთელი ტოვებს
ტიაგო მოტას იუვენტუსში დანიშვნის პირველივე დღიდან გაჩნდა ცნობები, რომ ბიანკონერის არაერთი ფეხბურთელი დატოვებდა, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი ფედერიკო კიეზა.
დღეს კი ეს ინფორმაცია დადასტურდა. ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ტურინული კლუბიდან ერთბაშად 8 ფეხბურთელი წავა.
ყველაზე ხმაურიანი კი ფედერიკო კიეზას საკითხია, რომელზეც ტიაგო მოტამ განაცხადა, რომ არ სჭირდება. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იტალიელი შემტევი ამხანაგური მატჩების განაცხადში არ შეიყვანა და წასვლისკენ მიუთითა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსიდან კიეზას გარდა შჩესნი, ვესტონ მაკკინი, დე შილიო, არტურ მელო, კოსტიჩი, ნიკოლუსი-კავილია და რუგანი წავლენ.
გავლენიანი ინსაიდერი ამავდროულად მოტას სიტყვებსაც აჟღერებს, რომელმაც წამსვლელებზე განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.“
⚪️⚫️⛔️ Not only Federico Chiesa.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 4, 2024
Szczesny, Weston McKennie, De Sciglio, Arthur Melo, Kostic, Nicolussi-Caviglia, Rugani are all OUT of Juventus project.
"We are convinced this is the best decision possible", Thiago Motta says. pic.twitter.com/r4CIWOMoZr
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტურინის იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა და აშკარაა, რომ შემადგენლობის გაძლიერება არის საჭირო. ჯერჯერობით, ბებერ ქალბატონს ხმაურიან ტრანსფერს არ უკავშირებენ.