“ეს განსაკუთრებული მომენტია“ - ალკარასი და ჯოკოვიჩი ფინალის წინ
პარიზის ოლიმპიადის საჩოგბურთო ფინალში ერთმანეთს კარლოს ალკარასი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.
ისტორიული მატჩის წინ, ორივე ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა.
ჯოკოვიჩი:
„ოლიმპიადის მოგების ოცნება ჩემში დიდი ხანია ცხოვრობს და იბრძვის. ძალიან დიდი ხანი მინდოდა ოლიმპიური თამაშების ფინალში მონაწილეობა. ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა გლობალურ ღონისძიებაზე უდიდესი პრივილეგია და პატივია, რომელსაც ვაფასებ. სერბეთს მედალი ექნება!! ალკარასი ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელია. მან წელს როლან გაროსი და უიმბლდონი მოიგო.“
ალკარასი:
„ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტია. მართლაც ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს ქვეყანას მედალს მოვუტან. ნოვაკ ჯოკოვიჩთან დაპირისპირება ყოველთვის რთულია. გპირდებით, საუკეთესოს ვეცდები. ვაპირებ, რომ თამაშისგან სიამოვნება მივიღო.“
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ფინალი 4 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.
ასევე შეგახსენებთ, ეს ჩოგბურთელები წელს უიმბლდონის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ალკარასმა მარტივად სამ სეტში 6:2 6:2 7:6 გაიმარჯვა.
ცნობისთვის, ჯოკოვიჩ და ალკარასი კარიერაში ერთმანეთს დღემდე 7-ჯერ შეხვდნენ. 4-ჯერ კარლოსმა მოიგო, 3-ჯერ ნოვაკმა. 4 მატჩიდან ესპანელმა ორი უიმბლდონის ფინალში მოუგო.