“ტაქტიკა ახლა მე-7 ხარისხოვანია“ - ანჩელოტი ელ კლასიკოს წაგების შემდეგ
ამერიკაში ამხანაგური ელ კლასიკო გაიმართა, რომელიც ბარსელონას გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„ჩვენ არ ვმუშაობთ ტაქტიკაზე ან რაიმე მსგავსზე. ახლა ჩემი მთავარი მიზანი მოთამაშეებისთვის საკმარისი სათამაშო დროის მიცემაა. უბრალოდ მინდა, რომ ფეხბურთელები კარგ ფიზიკურ ფორმაში შევიდნენ. ტაქტიკა ახლა მეშვიდე ხარისხოვანია. კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი მზად არიან. ისინი ატალანტასთან ითამაშებენ.
დღევანდელი მატჩი მაღალი ინტენსივობის ფონზე წავაგეთ. სეზონისთვის მომზადებას ვაგრძელებთ. ახლა სრული შემადგენლობა არ გვყავს. ვინისიუსი ძალიან კარგად დაბრუნდა. ის ზაფხულში ძალიან დატვირთული იყო და კარგად იმუშავა. მას არ სჭირდება ბევრი წინასასეზონო მუშაობა. მოდრიჩი კი ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაშია.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ბარსელონას ბოლო ოფიციალური 4 ელ კლასიკოდან 4-ვე მოუგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება ლა ლიგის ეგიდით 27 ოქტომბერს მადრიდში გაიმართება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.