ბარსელონა, მადრიდის რეალი, პაუ ვიქტორი
Aa
Aa

პაუ ვიქტორის დუბლი - ბარსამ რეალს ამხანგური ელ კლასიკო მოუგო

ამერიკაში ამხანაგური ელ კლასიკო გაიმართა, რომელიც ბარსელონას გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩი ჰანსი ფლიკის გუნდის უპირატესობით წარიმართა.

პირველ ტაიმში გუნდები მომენტებს ცვლიდნენ. ანგარიში არდა გიულერმა გახსნა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე ტიბო კურტუა იყო, ბელგიელმა 42-ე წუთზე პაუ ვიქტორს ვერაფერი მოუხერხა და ანგარიში გაიხსნა. პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბარსას უპირატესობით დაიწყო. პაუ ვიქტორი არაერთ მომენტს ქმნიდა და ერთ-ერთი გოლით დაასრულა. 54-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაიზარდა. კატალონიურ გრანდს არაერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა მეტი გოლი ვეღარ გაიტანა.

შეხვედრის 82-ე წუთზე ნიკო პასმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ რეალს დრო აღარ ეყო და ამხანაგური ელ კლასიკო წააგო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ბარსელონას ბოლო ოფიციალური 4 ელ კლასიკოდან 4-ვე მოუგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება ლა ლიგის ეგიდით 27 ოქტომბერს მადრიდში გაიმართება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები