ლაციო, გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძის საშინელი უხეშობა - ეპიზოდი ჩხუბით დასრულდა

სულ მალე საფეხბურთო სეზონი დაიწყება, იქამდე კი ფროზინონემ მორიგი ამხანაგური მატჩი ლაციოს წინააღმდეგ გამართა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი კვერნაძე, თუმცა მისთვის შეხვედრა რბილად, რომ ვთქვათ, იდეალურად არ დასრულდა.

ქართველი ფეხბურთელი საკმაოდ აქტიური და მონდომებული იყო, რამაც პირველი ტაიმის მიწურულს შეცდომა დააშვებინა.

კვერნაძემ ძაკანის წინააღმდეგ იმ დონეზე იუხეშა, რომ სტადიონზე კინაღამ ხელჩართული ჩხუბი ატყდა. რომაული გუნდის ფეხბურთელები გიორგისკენ იწევდნენ, მაგრამ მას საკუთარი თანაგუნდელები გადაეფარნენ.

საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ძაკანი მძიმე ტრავმას გადაურჩა. გიორგის მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. მეორე ტაიმში კი ქართველი ფეხბურთელი მოედანზე აღარ გამოსულა, შესვენების დროს მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძემ ბოლო ამხანაგურ მატჩებში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჟი: “მიხარია, რომ მიქაუტაძეს მეტი სათამაშო დრო მიეცა“
საჟი: “მიხარია, რომ მიქაუტაძეს მეტი სათამაშო დრო მიეცა“