გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

საჟი: “მიხარია, რომ მიქაუტაძეს მეტი სათამაშო დრო მიეცა“

ამხანაგურ მატჩში ლიონმა უნიონ ბერლინი 4:0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა შესვენებაზე შეცვალეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა კომენტარი გააკეთა.

საჟი:

„სასურველი ანგარიშით გავიმარჯვეთ, მაგრამ მე ყველაზე მეტად სათამაშო ხარისხი მახარებს. ასევე მიხარია, რომ მიქაუტაძეს და ორელ მანგალას მეტი სათამაშო დრო მიეცათ. მიქაუტაძემ წინა მატჩში 15 წუთი ითამაშა, ახლა კი მთელი ტაიმი. არცერთ ფეხბურთელს დაზიანება არ მიუღია და ესეც დადებითად უნდა შეფასდეს.

ჩემი გუნდი შენების პროცესშია. როდესაც ანგარიში გავხსენით უფრო მეტი სივრცე გაგვიჩნდა. დარჩენილი სივრცეები კარგად გამოვიყენეთ. გუნდის თამაშით და გამოვლენილი რეაქციით კმაყოფილი ვარ.“

ცნობისთვის, 45 წუთის განმავლობაში მიქაუტაძეს ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა. ჟორჟი ცარიელ კართან დარჩა, თუმცა მისი დარტყმა გიოსენსმა გამოიტანა.

ცნობისთვის, შემდეგ მატჩს ფრანგული კლუბი ემირატების თასზე არსენალის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 11 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენტ.ეტიენის მარცხი - ზურიკომ 60 წუთი ითამაშა
სენტ.ეტიენის მარცხი - ზურიკომ 60 წუთი ითამაშა