ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჟირონა
Aa
Aa

ხვიჩამ 90 წუთი ითამაშა - ნაპოლი ჟირონასთან დამარცხდა

ნაპოლიმ მორიგი ამხანაგური მატჩი ჟირონასთან გამართა და 0:2 დამარცხდა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარა.

რეალურად, ესპანელები უკეთესები იყვნენ და ეს ანგარიშშიც აისახა. მატჩს საწყის წუთებზე, ქართველმა ფეხბურთელმა მაზოკის ეფექტური პასი გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკნელმა მომენტი ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარში კვარა შედარებით ინერტული იყო. 54-ე წუთზე კარგი დრიბლინგი შემოგვთავაზა და ბურთი ანგისას გადააწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა, მაგრამ მეკარემ აუღო. 

მატჩის მიწურულს, იმ დროს, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, კვარას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა ესპანელთა მეკარემ მოიგერია.

ცნობისთვის, ჟირონას მხრიდან გოლები დონი ვან დე ბეეკმა(23წთ) და ტონი ვილამ(83წთ) გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს გუნდი შემდეგ მატჩს კოპა იტალიას 1/32 ფინალში მოდენას წინააღმდეგ გამართავს. ჟირონასთან მატჩით, პარტენოპეის მოსამზადებელი პერიოდი დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენტ.ეტიენის მარცხი - ზურიკომ 60 წუთი ითამაშა
სენტ.ეტიენის მარცხი - ზურიკომ 60 წუთი ითამაშა